LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვაჟკაცები დამხვდნენ, მახარეს, რომ დიდი ბაბუა გავხდები, ანგელოზის სახელიც მაცნობეს, ლაშა ბასლანძე 2“ – რას წერს ლაშა ბასლანძის მამა

7417
ლაშა ბასლანძე

გასული წლის 27 ოქტომბერს გარდაცვლილი პროდიუსერის, ლაშა ბასლანძის მამა, აკაკი ბასლანძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყნებს და სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც აკაკი ბასლანძე წერს, მისი შვილიშვილი, ლუკა ბასლანძე ელოდება შვილს, რომელსაც ლაშას საპატივსაცემოდ, მის სახელს დაარქმევს.

„დილით 08:00 სთ-ზე ეს ვაჟკაცები დამხვდნენ ლაშასთან…

ლუკა ბასლანძე (შვილიშვილი) ძმაკაცებთან ერთად და მახარეს, რომ მე 2026 წლის ოქტომბერში გავხდები დიდი ბაბუა.

ანგელოზის სახელიც მაცნობეს, ლაშა ბასლანძე 2.

ლაშა ხომ ოქტომბერში „წავიდა“…

დიდება უფალს“, – წერს აკაკი ბასლანძე სოციალურ ქსელში.

„დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანებო, ამ სილამაზისთვის“ – რა ვიდეოს აქვეყნებს ლაშა ბასლანძის მამა

დილით 08:00 სთ-ზე ეს ვაჟკაცები დამხვდნენ ლაშასთან… ლუკა ბასლანძე(შვილშვილი) ძმაკაცებთან ერთად და მახარეს რომ მე 2026…

Posted by აკაკი ბასლანძე ცხუმ-აფხაზეთი on ხუთშაბათი, 26 მარტი, 2026

შეგახსენებთ, პროდიუსერი ლაშა ბასლანძე გასული წლის 27 ოქტომბერს, იტალიაში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g