LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს ვიდეო ვნახეთ და გავოგნდით… მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის…” – გივი წიქარიძე გარდაიცვალა

694
BeFunky-collage (40)

მუსიკოსი მებო ნუცუბიძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს სოციალურ ქსელში და წერს, რომ მულტფილმის გმირების გამხმოვანებელი, გივი წიქარიძე გარდაიცვალა.

“გივი წიქარიძე გარდაცვლილა.

მუსიკოსები ძველი კინო სტუდიის სარეპეტიციოებიდან ვიცნობდით.

იქ მუშაობდა.

იქვე ცხოვრობდა.

დარაჯი იყო.

მახსოვს, შეღამებულზე, ჩამოივლიდა ხოლმე სარეპეტიციოებთან და გვაფრთხილებდა: “10 საათია… 10 საათია… 10 საათია…”

ახლაც ჩამესმის მისი ხმა.

მერე, რამდენიმე წლის შემდეგ, ეს ვიდეო ვნახეთ და გავოგნდით.

რამდენი რამე არ ვიცით ჩვენ გვერდით მცხოვრები დიდი ადამიანების შესახებ.

“ხელოვანი კაცი ხარ და არაფერს აკეთებ, არ ინერვიულებ?”

ნეტავ, დისნეის ანიმაციების გამხმოვანებლებიც დისნეის ძველი სტუდიის დარაჯებად მუშაობენ და სიღარებესა და მარტოობაში იღუპებიან?

მადლობა ჩვენი ბავშვობისთვის.

და ბოდიში, რომ გაბრაზებდით, როცა გვიანობამდე ვუკრავდით და არ გაძინებდით”, – წერს მებო ნუცუბიძე.

“წუნა და წრუწუნა”, “ჩხიკვთა ქორწილი”, “ყურშა გაყოყოჩდა” და კიდევ ბევრი სხვა – ის ქართული მულტფილმებია, რომლებზეც თაობები აღიზარდა. შესაბამისად, გივი წიქარიძის ხმას მაყურებელი კარგად იცნობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g