LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს ვინ არის?!“ – ოლივია უაილდმა წონაში „კატასტროფულად“ დაიკლო

260
ოლივია უაილდი

მსახიობ ოლივია უაილდის ახალი გამოჩენა სოციალურ მედიაში სკანდალის თემა გახდა. 24 აპრილს სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის „მოწვევის“ პრემიერაზე ვარსკვლავი შეცვლილი გარეგნობით წარსდგა. გულშემატკივრებმაც და კრიტიკოსებმაც შეშფოთება გამოხატეს მსახიობის ვიზუალური ცვლილებების მიმართ, უაილდმა საგრძნობლად დაიკლო წონაში.  

„ეს ვინ არის?! ავადმყოფურად გამოიყურება“, – დაწერა ერთ-ერთმა კრიტიკოსმა სოციალურ მედიაში. სხვები უფრო გულახდილები იყვნენ: „ღმერთო ჩემო, ჭამე რამე, ეს საშინელებაა!!!!“. შედეგები იმდენად თვალშისაცემი იყო, რომ ზოგიერთმა მომხმარებელმა ცვლილება წონის დაკლების პრეპარატების შესახებ ჭორებს დაუკავშირა.

ყველა არ დაეთანხმა კრიტიკას. უაილდის გულშემატკივრების ნაწილი ამტკიცებს, რომ მსახიობის ვიზუალი მოსწონთ.

რა ჩავიცვათ პაემანზე – ჰარი სტაილსთან დაშორებისა და ექს-მეუღლესთან შერიგების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ოლივია უაილდი კვლავ შეყვარებულია

„ჰარი სტაილსთან ვნებიანი რომანის შემდეგ, ოლივია უაილდი ექს-მეუღლეს დაუბრუნდა“ – უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები