ოლივია უაილდის უახლესი გამოჩენა სოციალურ მედიაში სკანდალის თემად იქცა. გასულ კვირას სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმის, „მოწვევის“ პრემიერაზე ვარსკვლავი შეცვლილი გარეგნობით წარსდგა. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო მისი გაფართოებული თვალები და უცნაური მზერა.
„ეს ვინ არის?!“ – ოლივია უაილდმა წონაში „კატასტროფულად“ დაიკლო
სულ ცოტა ხნის წინ მსახიობი თავად გამოეხმაურა წითელ ხალიჩაზე გადაღებულ, ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ის „ბეჭდების მბრძანებლის“ გმირს, გოლუმს შეადარეს.

მსახიობმა ვიდეო საკუთარ „ინსტაგრამ სთორიში“ გააზიარა და ის იუმორით შეაფასა. მან განმარტა, რომ ეს ვიზუალური ეფექტი „თევზის თვალის“ ლინზების გამოყენებამ გამოიწვია, რაც გამოხედვას ცვლის.
„არ ვიცი, რატომ ვიყავი კამერასთან ასე ახლოს. ეს საჭირო არ იყო“, – ამბობს ოლივია სიცილით.
