LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს ზიზღის გაღვივებაა ევროპისადმი – „ოცნების“ ანტიდასავლური კამპანია ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს: ბაჩო დოლიძე კობახიძის განცხადებაზე

78
11

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „თეორიულად რომ დავუშვათ, საქართველოში დეკემბრის ბოლომდე ომი იწყება, ამ შემთხვევაში გარანტირებული გვექნება კანდიდატის სტატუსი“, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ბაჩო დოლიძე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ეხმიანება.

ბაჩო დოლიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადებები, ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობაში ევროპის მიმართ ზიზღის გაღვივებას. როგორც დოლიძე განმარტავს, ანტიდასავლური კამპანია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლის, მაგრამ ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ მმართველი გუნდი უნდა აიძულოს, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია, რათა საქართველომ 6 თვეში, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება შეძლოს.

დღე არ გავა ბატონო ირაკლი კობახიძე არ გამოვიდეს, რომელიც ჩვენს მოსახლეობაში ევროპის მიმართ ზიზღს აღვივებს. საუბარი იმის შესახებ, რომ „ჩვენ მარტივად მივიღებთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, თუ ომში ჩავერთვებით“, ეს არის ზიზღის გაღვივება ევროპისადმი და დღეს უკვე შარლ მიშელს მოუწია პასუხის გაცემა, რომელმაც თქვა, რომ „ევროპის კარი საქართველოსთვის ღიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია 12 რეკომენდაციის შესრულება, რათა მოვახერხოთ წინ წაწევა ამ მიმართულებით“. 

მიშელი: მზად ვართ, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭოთ, როგორც კი ევროკომისიის დასკვნაში ასახულ პრიორიტეტებზე რეაგირებას მოახდენს

ანტიდასავლური კამპანია, რომელიც გაჩაღებულია, ქართული ოცნების მხრიდან, ხელს უშლის ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებამ და პოლიტიკურმა პარტიებმა განვაცხადეთ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ კონსტრუქციულად მიუბრუნდეს საკითხს, რომელიც დღეს ჩვენი მეგობრებისაგან არის მოწოდებული“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g