LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესეც რვა: საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია

58

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრები რუსეთის ქალაქ ყაზანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში ქართველმა ძიუდოისტებმა მასპინძელი რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვებები ნუგზარ ტატალაშვილმა, ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა მოიპოვეს.

ფინალურ შეხვედრამდე, საქართველოს ნაკრების წევრებმა ევროპის გუნდური ჩემპიონატის 1/8 ფინალში უნგრეთი 5:0, 1/4 ფინალში საბერძნეთი 4:1, ხოლო 1/2 ფინალში პოლონეთის ნაკრები 4:1 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონობა მერვედ მოიპოვა. ინდივიდუალურ ჩათვლაში კი ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი აიღეს. ევროპის ჩემპიონები ვაჟა მარგველაშვილი (-66) და ვარლამ ლიპარტელიანია (-90) გახდნენ.

ქართველი ძიუდოისტები დელეგაციის წევრებთან ერთად თბილისში სამშაბათს, 26 აპრილს 02:00 საათზე ჩამოფრინდებიან.

 

საქართველოს ვაჟთა ნაკრები

-60კგ – ამირან პაპინაშვილი
-66კგ – ვაჟა მარგველაშვილი
-73კგ – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81კგ – ავთანდილ ჭრიკიშვილი, გიორგი პაპუნაშვილი
-90კგ – ვარლამ ლიპარტელიანი
-100კგ – ბექა ღვინიაშვილი
+100კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი

მთავარი მწვრთნელი: ირაკლი უზნაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g