LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეშმაკი ატარებს პრადას“ დაბრუნდა – პირველი კადრები გადასაღები მოედნიდან

198
Untitled design (80)

როგორც ცნობილია, საკულტო ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას“ მეორე ნაწილის გადაღებები უკვე დაიწყო. ფილმში კვლავ ვიხილავთ ლეგენდარულ მსახიობს, მერილ სტრიპსა და ენ ჰეთევეის.

და აი, ფილმის გადასაღები მოედნიდან პირველი კადრები გავრცელა. ენ ჰეთევეის პერსონაჟი, ენდი საქსი სრულად განსხვავებული იმიჯითაა წარმოდგენილი. მას ელეგნატური ორეული, შავი შარვალი და ჟილეტი ამშვენებს, რომელიც წვრილი თეთრი ზოლებითაა გაფორმებული. მის „ლუქს“ კი ჩექმა ასრულებს.

გადაღებების დაწყება მსოფლიოს თავად ენ ჰეთევეიმ ამცნო და „ინსტაგარმზე“ ფოტო გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ ფილმის მეორე ნაწილის სიუჟეტური დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ფილმი მოგვითხრობს მირანდა პრისლის კარიერულ გამოწვევებზე. ის ემილი ბლანტის პერსონაჟს დაუპირისპირდება, თავის ყოფილ ასისტენტს, რომელიც ახლა მაღალ პოზიციაზე მუშაობს მდიდრულ ბრენდში.

ფილმის რეჟისორი კვლავაც დევიდ ფრენკელია, სცენარისტი კი ელინ ბროშ მაკკენა. მსოფლიო პრემიერა 2026 წლის 1 მაისს შედგება.

მერილ სტრიპი და ენ ჰეთევეი ბრუნდებიან – „ეშმაკი ატარებს პრადას 2“ – ს პრემიერის თარიღი ცნობილია – უახლესი დეტალები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები