მეხიკოში ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის პრემიერა გაიმართა, რომელსაც მთავარი როლების შემსრულებლები, მერილ სტრიპი და ენ ჰეთეუეი დაესწრნენ. ვარსკვლავებმა მონაწილეობა მიიღეს პრესკონფერენციაშიც, მოგვიანებით კი წითელ ხალიჩაზე გამართულ ღონისძიებაზე გამოჩნდნენ.
პრემიერაზე 43 წლის ენ ჰეთეუეი „სტელა მაკკარტნის“ მინი-კაბაში ბრწყინავდა. 76 წლის მერილ სტრიპმა კი „სკიაპარელის“ ელეგანტური „ლუქი“ მოირგო.
ცნობისთვის, საკულტო ფილმის მსოფლიო პრემიერა 1 მაისსაა დაგეგმილი.
ლედი გაგამ ,,ეშმაკი ატარებს პრადას” სიქუელისთვის სიმღერა ჩაწერა