მერილ სტრიპისა და მარტინ შორთის შესაძლო რომანის შესახებ გავრცელებული ხმები კვლავ აქტიურად განიხილება, თუმცა, ყურადღების ცენტრში ამჯერად მსახიობის მეუღლე, დონ გამერი მოექცა.
გვრიტები გამოიჭირეს – მერილ სტრიპი და მარტინ შორთი პაემანზე გადაიღეს
უცხოური მედიის ინფორმაციით, სტრიპისა და გამერის მრავალწლიანი ურთიერთობა უკვე დიდი ხანია რთულ პერიოდს გადის. წყვილი ოფიციალურად კვლავ დაქორწინებულია, თუმცა, ცნობილია, რომ ისინი წლების განმავლობაში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
წყაროების მტკიცებით, გამერი არ არის კმაყოფილი იმ სპეკულაციებით, რომლებიც სტრიპსა და მარტინ შორთს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მას მკაფიო პოზიცია აქვს, არ სურს მათი პირადი ცხოვრების საჯარო სკანდალად ქცევა და ოჯახის ინტერესების დაცვას ამჯობინებს.
ამავე ცნობებით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მერილ სტრიპს ოფიციალური განქორწინება ჯერ არ გაუფორმებია, ოჯახური და პირადი გარემოებებია. მსახიობი და მისი მეუღლე ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ წყვილად ითვლებოდნენ ჰოლივუდში და როგორც ამბობენ, ურთიერთპატივისცემა მათ შორის დღემდე შენარჩუნებულია.
ამასთან, სტრიპისა და მარტინ შორტის ურთიერთობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის. ორივე ვარსკვლავი არაერთხელ გამოჩენილა ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე, რამაც რომანის შესახებ ვარაუდები გააძლიერა, თუმცა არც ერთ მათგანს საჯაროდ არ დაუდასტურებია, რომ მათ მეგობრობაზე მეტი აკავშირებთ.