LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი ქალიშვილი ძალიან დიდხანს იბრძოდა, სანამ ვეღარ შეძლო…“ – მარტინ შორთი ქალიშვილის გარდაცვალების შესახებ ალაპარაკდა

131
page

მარტინ შორთი პირველად გამოეხმაურა თავისი ქალიშვილის, ქეთრინ შორტის გარდაცვალებას და ამ ტრაგედიას „კოშმარი“ უწოდა.

„ეს ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილი კოშმარი იყო“, – განაცხადა ვარსკვლავმა გადაცემაში CBS Sunday Morning.

მსახიობის თქმით, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც ისეთივე მძიმე დაავადებაა, როგორიც კიბო იყო მისი გარდაცვლილი მეუღლისთვის, ნენსი დოლმანისთვის, რომელიც 2010 წელს გარდაიცვალა.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც და კიბოც, ორივე დაავადებაა და ზოგჯერ ეს დაავადებები ფატალურად სრულდება“, – აღნიშნა შორთმა.

მისივე თქმით, ქეთრინი წლების განმავლობაში ებრძოდა მძიმე ფსიქიკურ პრობლემებს, მათ შორის პიროვნულ აშლილობას.

„ჩემი ქალიშვილი ძალიან დიდხანს იბრძოდა. აკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო… სანამ ვეღარ შეძლო“, – თქვა მსახიობმა.

42 წლის კეტრინ შორტი 23 თებერვალს გარდაიცვალა. ოჯახის წარმომადგენელმა განცხადებაში აღნიშნა, რომ ოჯახი უდიდეს მწუხარებაშია და საზოგადოებას პირადი სივრცის პატივისცემისკენ მოუწოდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ქალი საკუთარ სახლში, Hollywood Hills-ში გარდაცვლილი იპოვეს. ცნობების მიხედვით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა წერილიც აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, შორთის 42 წლის ქალიშვილი, ჰოლივუდ-ჰილზში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს. მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

„უცბად დაბერებული“ – მარტინ შორთი ერთადერთი ქალიშვილის თვითმკვლელობის შემდეგ პირველად გამოჩნდა

მარტინ შორთის 42 წლის ქალიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები