ჰოლივუდის ლეგენდარული მსახიობი, მერილ სტრიპი ნიუ-იორკის თეატრში გამოჩნდა და თავისი დახვეწილი სტილით კვლავ მიიპყრო ყურადღება.
76 წლის ოსკაროსანი მსახიობი თეატრში ლეოპარდის პრინტიანი მანტოთი მივიდა. მას აგრეთვე „ჟივანშის“ ზედა და Gianvito Rossi-ის ელეგანტური ფეხსაცმელი ეცვა. მის „ლუქს“ კი DeMellier-ის ჩანთა და LAPIMA-ს სათვალე ასრულებდა.
სტრიპი იმყოფებოდა სტივენ კოლბერტის შოუში. სადაც მან ენ ჰეთეუეის გმირის „ლუქი“, საკულტო ცისფერი სვიტერი მოირგო.
ცნობისთვის, ფილმის, „ეშმაკი ატარებს პრადას 2“-ის მსოფლიო პრემიერა 1-ელ მაისსაა დაგეგმილი.