ესპანეთი ერთ-ერთ ყველაზე რთულ მარათონს უმასპინძლებს. ე.წ. „ულტრატრეილი“ 10 ივნისს გაიმართება და მთავარი ტრასა ევროპაში ყველაზე მაღალმთიან რეგიონში განთავსდება. მარათონში მონაწილეობას წელს 33 ქვეყნის წარმომადგენელი 3 ათასამდე მორბენალი მიიღებს და ზოგიერთ მონაწილეს ასვლა ზღვის დონიდან 3500 მეტრზეც კი მოუწევს. წინასწარი ინფორმაციით, წლევანდელი მარშრუტის სიგრძე 97 კილომეტრი იქნება და ის ვულკანი ტეიდეს ტერიტორიასაც კი მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს სხვადასხვა სირთულის ტრასების არჩევა თავისი შესაძლებლობების მიხედვით შეეძლებათ.
