ესპანეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დღეს კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაცია გააუქმა, რომელიც ავტონომიის პარლამენტმა 27 ოქტომბერს დაამტკიცა.
სასამართლომ გადაწყვიტა, ასევე, საარჩევნო კომისიის ორ წევრს იძულებით გადაახდევინოს ჯარიმა, 12 ათასი ევროს ოდენობით.
მანამდე სასამართლომ გააუქმა კანონი რეფერენდუმის შესახებ კატალონიის დამოუკიდებლობის თაობაზე, რომელმაც საფუძველი დაუდო კატალონიაში 1-ელ ოქტომბერს პლებისციტის ჩატარებას.