ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.
ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს,“ – აღნიშნა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა.
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა IშIშ-მა აიღო.