„ვალენსიის“ ფეხბურთელები „ვილიარეალთან“ მატჩში (0:2) დედის გვარებით გავიდნენ.
„ღამურებმა“ ერთობლივი აქცია „გაეროს ქალებთან“ ერთად გამართეს.
აქციის ფარგლებში ფეხბურთელებმა მაისურებზე დედის გვარები დაიწერეს და სათამაშოდ ისე გავიდნენ. ენცო პერესი თამაშობდა სეგის მაისურით, ნეგრედოს სანჩესი ეწერა, ალკასერს – გარსია, სიკეირეს – მადალენა, ჩერიშევს რუსული ენიდან გამომდინარე (სქესის მიხედვით იცვლის ფორმას) ჩერიშევა.
საინტერესოა, რომ აქცია დედის დღეს დაემთხვა, რომელსაც ესპანეთში მაისის პირველ კვირას აღნიშნავენ.