LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური ქალაქების უმრავლესობაში მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ–მდე შეიზღუდება

182
spanishautonew

11 მაისიდან ესპანეთის ქალაქების ქუჩებში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, ტრანსპორტისთვის მაქსიმალური სიჩქარე 30კმ/სთ–მდე შეიზღუდება. ასეთი ქუჩები კი ქვეყნის თითქმის ყველა ქალაქში უმრავლესობაშია, მაგალითად დედაქალაქ მადრიდში 80%–ს შეადგენს.

ამასთან, 20 კმ/სთ–მდე შემცირდება მაქსიმალური სიჩქარე ქუჩებში, სადაც ტროტუარები არ არის და ფეხითმოსიარულეთა გზა ტრასის სიახლოვესაა განთავსებული.

სიჩქარის შეზღუდვების რეკომენდაცია ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპულ საბჭოს(ETSC) ეკუთვნის. ევროკავშირის გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის ავტოავარიების შედეგად დაზარალებული ადამიანების რაოდენობა 50%–ით უნდა შემცირდეს. ავარიებში როგორც წესი, ძირითადად ქვეითები, ველოსიპედისტები და მოტოციკლეტისტები ზარალდებიან.

30 კმ/სთ სიჩქარიან შეზღუდვას 2021 წლიდან პარიზსა და ბრიუსელშიც შემოიღებენ და ერთადერთი გამონაკლისი ამ ქალაქების გარეუბნებში მდებარე გზები გახდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g