LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანური რესტორნები სტუმრებს პლასტმასის ყუთებში მოათავსებენ

160
spain-resournant

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ესპანეთის რესტორნებში უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად გაამკაცრებენ.

სტუმრების დასაცავად კვების ობიექტებმა საინტერესო ხერხი მოიფიქრეს – თითოეულ მაგიდაზე პლასტმასის კონსტრუცია მოეწყობა. ამ გზით ხალხი ერთმანეთის ნახვას და ერთად სადილობს შეძლებს, თანაც სოციალური დისტანციაც დაცული იქნება.

მსგავსი ზომები უკვე მიიღეს ქალაქ ლეგანესის მთავარ რესტორნაში. დაამზადეს კონსტრუქცია, რომლითაც სტუმრები ერთმანეთისგან იზოლირებულები იქნებიან. კარანტინის გაუქმების შემდეგ ოფიციანტები ვიზიტორებს პირბადეებითა და ხელთათმანებით შეეგებებიან და მაგიდამდე ასე მიაცილებენ.

დაწესებულების მფლობელის აზრით, უსაფრთხო გარემო სტუმრებს საშუალებას მისცემს, რომ საკვებითა თუ სასმელით სიამოვნება მიიღონ და იმაზეც არ ინერვიულონ, რომ წინ ან გვერდით მჯომი ადამიანი მათ რამეს გადასდებს.

პლასტმასის კონსტრუქციის ღირებულება ერთ მაგიდაზე 600–700 ევრო იქნება, რაც ისედაც მძიმე ფინანსურ სიტუაციაში აღმოჩენილ რესტორნებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს.

მადრიდის ხელისუფლება კი ღია სივრცეში მოწყობილი რესტორნების მომრავლებას ფიქრობს. დახურულ სივრცეში არსებულ ობიექტებს კი მაგიდებს შორის დიდი დისტანციის დაცვას მოსთხოვენ.

რაც შეეხება ღამის კლუბებს, ესპანელებმა ჩინური მოდელის გადაღება გადაწყვიტეს. მომსახურე პერსონალსაც და სტუმრებსაც ნიღბების ტარება მოუწევთ. შესასვლელში კი ე.წ. Face control–თან ერთად სიცხის გაზომვაც სავალდებულო გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g