LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონელ მძღოლებს სიჩქარის გადაჭარბებისთვის აღარ დააჯარიმებენ

101
est-drier

ესტონელმა პოლიციელებმა სიჩქარის რეჟიმის დამრღვევი მძღოლებისთვის ახალი სასჯელი მოიფიქრეს. იმის ნაცვლად რომ ჯარიმა გამოუწერონ, მძღოლებს იმდენი ხნით გააჩერებენ რამდენიც მათ დასაწყნარებლად იქნება საჭირო.

საქმე ისაა, რომ სიჩქარის გადაჭარბება ესტონელი მძღოლებისთვის გარკვეულ ნორმად იქცა. პრობლემის გადასაჭრელად კი სამართალდამცავები ავტომფლობელებს გაესაუბრნენ და ერთი საინტერესო ფაქტი აღმოაჩინეს.

როგორც გაირკვა, კანონდამრღვევთა უმრავლესობას ჯარიმა კი არ აღიზიანებს, არამედ ის დრო რომელიც მის გამოსაწერად იხარჯება. ჯარიმის გადახდას კი ისინი ისევე უყურებენ, როგორც კომუნალურ გადასახადს. რამდენიმე მძღოლმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთ დროს ყველაზე მეტად ნაცნობების შეხვედრის ეშინია რადგან სირცხვილის გრძნობას განიცდის.

დასჯის ახალი მეთოდიც სწორედ ასე დაიბადა. პოლიციელები მძღოლებს გააჩერებენ და სანამ არ დამშვიდდებიან მათ არ გაუშვებენ. 20 კმ/სთ გადაჭარბებისთვის ჯარიმა – 45 წუთიანი დგომა, 21-დან 40 კმ/სთ-მდე კი 60 წუთიანი „შესვენება“ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ახალი მეთოდი ჯერ-ჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს და თუკი ის გაამართლებს, მომავალში კანონის სახე მიეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g