LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას გილოცავთ. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას: გახარია

79
FORTUNA.GE- (7)

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.” – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონელ კოლეგას თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს და აღნიშნავს, რომ მოუთმენლად ელის მჭიდრო თანამშრომლობას.

მისალოც ტექსტსს გიორგი გახარია სოციალურ ქსელ “ტვიტერში” აქვეყნებს:

“ესტონეთის პირველ ქალ პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ვულოცავ კაია კალასს. მოუთმენლად ველი თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული უნიკალური პარტნიორობა და მეგობრული ურთიერთობა კვლავ წარმატებით განვითარდება.” – წერს გიორგი გახარია.

ქვეყნის ისტორიაში პირველად, ესტონეთის მთავრობას ქალი პრემიერი უხელმძღვანელებს.

მისი კანდიდატურა პოსტზე ქვეყნის პრეზიდენტმა 13 იანვარს წარადგინა.

პროფესიით იურისტი კაია კალასი იყო ევროპარლამენტის დეპუტატი.

მოგვიანებით კი პოლიტიკურ გაერთიანებას “რეფორმების პარტიას” ხელმძღვანელობდა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები