ესტონეთისა და ლატვიის პარლამენტებმა რუსეთის ომი უკრაინაში გენოციდად აღიარეს. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც რუსეთის ფედერაციის ქმედებები უკრაინაში შეფასებულია, როგორც გენოციდი.
„რუსეთის ფედერაციამ გენოციდის აქტი ჩაიდინა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – ბუჩაში, ჰოსტომელში, ირპენში, მარიუპოლში და უკრაინის სხვა დასახლებულ პუნქტებში. ეს აქტები მოიცავს მკვლელობებს, ადამიანების გატაცებას, დეპორტაციას, თავისუფლების შეზღუდვას, გაუპატიურებებს, ასევე ცხედრების შეურაცხყოფას“, – ნათქვამია ესტონეთისა და ლატვიის საკანონმდებლო ორგანოების მიერ მიღებულ დოკუმენტებში.