LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესტონეთში გზები ყოველ წელს უფრო და უფრო უსაფრთხო ხდება

55
estonnewsrd

2010 წლის შემდეგ ესტონეთის გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. უფრო ზუსტად კი ლეტალურული შედეგით დასრულებული ავარიების რაოდენობა ყოველწლიურად 6,6%-ით იკლებს, რაც სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ბევრად მაღალი მაჩვენებელია. დღესდღეობით ესტონეთის გზების უსაფრთხოება საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე მაღალია, ერთ მილიონ ადამიანზე 39 ავტოსაგზაო შემთხვევა მოდის, როცა ევროპაში ეს ციფრი 51-ს უტოლდება.

ესტონეთმა ასეთი შედეგის მიღწევა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებით შეძლო (მაგალითად, საპირისპირო მიმართულების გზების ფიზიკური გამყოფი თუ ფეხითმოსიარულეთათვის შექმნილი კუნძულები). სასიკეთო საქმეში თავისი როლი ითამაშა ასევე მძღოლებისთვის დაწესებულმა ახალმა ჯარიმებმა, ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ქალაქებში უპირატესობის ფეხითმოსიარულეებისთვის მინიჭებამ.

ესტონეთმა ასეთი მიღწევებისთვის ევროკავშირის ტრანსპორტის უსაფრთხოების საბჭოსგან სპეციალური ჯილდო დაიმსახურა.

ამასთან, ევროპაში ყველაზე უსაფრთხო გზები შვედეთსა და ჩეხეთში აღმოჩნდა. ამ ორ ქვეყანაში ყოველ მილიონ მაცხოვრებელზე მხოლოდ 22 ლეტალურად დასრულებული ავარია მოდის. მეორე ადგილს 29 მსხვერპლით ირლანდია და დიდი ბრიტანეთი ინაწილებენ. მესამე პოზიცია კი მალტამ(32 შემთხვევით) დაიკავა.

ყველაზე არასახარბიელო სიტუაცია – რუმინეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში აღმოჩნდა, სადაც მილიონ მაცხოვრებელზე 96,90 და 77 ავარიაში დაღუპული ადამიანი მოდის.

აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დღემდე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა ევროპაში 3%-ით შემცირდა, თუმცა სპეციალისტების აზრით, ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. 2010 წელს ევროკავშირში შემავალმა ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, რომ 2020 წლისთვის გზებზე სიკვდილიანობის მაჩვენებელი მინიმუმ ორჯერ უნდა შეემცირებინათ, ამ დავალების შესრულება მათ მხოლოდ 24%-ით შეძლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g