LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება: დეკანოიძე მიშელის დოკუმენტზე

45
ხატია დეკანოიძე

“ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება” – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით და ამბობს, რომ აღნიშნულ შეთანხმებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ამნისტიის საკითხი, რომელიც მათს შეშფოთებას იმსახურებს.

შეცდომად მიმაჩნია, რომ ენმ მიშელის შეთანხმებას ხელს არ აწერს, სწორედ ამ დოკუმენტის საფუძველზე ვმუშაობთ პარლამენტში: სამადაშვილი

“ამ შეთანხმებაში არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენს შეშფოთებას იმსახურებს, ეს არის ამნისტიის საკითხი. ხედავთ, რომ შიშის გამო საერთოდ ჩახსნეს ეს საკითხები, მაგრამ მათ მაინც მოუწევთ ამ საკითხების განხილვა. ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი ბლოკის წევრებისთვის პოლიტსაბჭო არის ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანო გადაწყვეტილებების მიღების, ამ ეტაპზე გადაწყვეტილების გადახედვა არ იგეგმება.” – თქვა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” საკანონმდებლო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთო.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას სწორედ ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კოლეგები მოუწოდებენ, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g