LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ეტაპზე, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციას აქვს ერთადერთი რესურსი, ეს არის საპროტესტო აქცია: ბაჩო დოლიძე

85
255f41b0-1735-4d34-bfe9-7275e9516f6d-640

ევროკავშირის მედიაციით გამართულ მოლაპარაკებებს, რომელიც მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ბაჩო დოლიძე გამოეხმაურა.

როგორც მან „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა, შეთანხმების მიღწევის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არსებობს და ამ შემთხვევაში ოპოზიცია პროტესტის ფორმას მიმართავს.

„ამ ეტაპზე, შეთანხმების მისაღწევად ოპოზიციას აქვს ერთადერთი რესურსი, ეს არის საპროტესტო აქცია. სამწუხაროდ, „ქართული ოცნება“ ერთადერთ რამეზე რეაგირებს, ეს არის ვიზუალური ხედვა საპროტესტო მუხტზე“, – განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მედიაციით გამართული რვასაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევაზე მხარეებს შორის შეთანხმების გარეშე დასრულდა, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკების ჩაშლაში ერთმანეთი დაადანაშაულეს.

მხარეებმა კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. 31 მარტს, გვიან ღამით, შეხვედრის დასრულების შემდეგ, დანიელსონმა თქვა, რომ სამწუხაროდ, მის მიერ წარდგენილ კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტს „მთლიანობაში არცერთი პარტია არ დაეთანხმა“.

მას შემდეგ, რაც მმართველ ძალასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება ჩაიშალა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საგანგებო მდგომარებაზე გადადიან და მასშტაბური აქციისთვის ემზადებიან, რომელიც 15 მაისს, რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები