LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EU აშშ-თან „მოლაპარაკებისთვის მზადაა“ და სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას სთავაზობს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

113
BeFunky-collage0კ,პ654=9 - 2025-04-08T014559.737

EU აშშ-თან „მოლაპარაკებისთვის მზადაა“ და სამრეწველო საქონელზე ტარიფების გაუქმებას სთავაზობს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ჩვენ მზად ვართ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებისთვის. მართლაც, ჩვენ შევთავაზეთ ნულოვანი ტარიფები სამრეწველო საქონელზე, როგორც ეს წარმატებით გავაკეთეთ ბევრ სხვა სავაჭრო პარტნიორთან, რადგან ევროპა ყოველთვის მზად არის კარგი გარიგებისთვის… ეს ტარიფები, უპირველეს ყოვლისა, დიდ ხარჯებს იწვევს აშშ-ის მომხმარებლებისა და ბიზნესებისთვის, მაგრამ, ამავე დროს, მათ აქვთ დიდი გავლენა გლობალურ ეკონომიკაზე”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

შეგახსენებთ, რომ 2 აპრილს დონალდ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ თითქმის ყველა საქონელზე მინიმუმ 10%-იანი ტარიფი და ყველა იმპორტირებულ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფი დააწესა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g