საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით კიდევ ერთი კომპანია, შპს „ევროდიზაინი“ გაფართოებას შეძლებს.
საწარმო, რომელიც თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარეობს, გაფართოების შედეგად დამატებით 43 ადამიანს დაასაქმებს. შპს „ევროდიზაინი“, რომელიც ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული, მომხმარებელს ხარისხიან პროდუქციას მისაღებ ფასში შესთავაზებს.
შპს „ევროდიზაინი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით კერძოდ კი სალიზინგო პროგრამით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 2 010 744 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, შპს ”ევროდიზაინი” 2014 წელს დაარსდა და ის სამშენებლო პროდუქციას აწარმოებს. გარდა სამშენებლო პრდუქციის წარმოებისა, Eurodesign-ის ძირითადი მიმართულებებია მშენებლობა, რემონტი, მოპირკეთება,სამშენებლო მასალების ლოჯისტიკა, არქიტექტურა და პროექტირება.