LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქრისტინა მუტონენი გახდა

51

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 86 ხმით ავსტრიის წარმომადგენელი ქრისტინა მუტონენი გახდა. დღევანდელ სესიაზე მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო, რადგან პირველ ტურში ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

მეორე ტურში კი მუტონენმა 86, ხოლო გიგი წერეთელმა – 73 ხმა მიიღო.

კრისტინა მუტონენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. გიგი წერეთელი კი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად მომავალი 2 წლის განმავლობაში დარჩება.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, ყოველწლიური სესია, რომელიც 1-5 ივლისის ჩათვლით საქართველოში მიმდინარეობდა.

magti 5g