LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ევექსმა” მთაწმინდაზე ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა

621

”სამედიცინო კორპორაცია ევექსმა” მთაწმინდის რაიონში  ახალი ამბულატორიული ცენტრი გახსნა. კომპანიის ინფორმაციით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება რაიონიდან გაუსვლელად მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

”თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს. ამბულატორიულ ცენტრში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის კონსულტაციას უფასოდ”, – განაცხადეს ”სამედიცინო კორპორაცია ევექსში”.

მათივე ცნობით, ამბულატორიული ცენტრი მთაწმინდაზე, ვეკუას ქ.  #3 -ში  გაიხსნა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g