LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

115
ევოლუშენ ჯორჯია

კომპანია „ევოლუშენ ჯორჯიას“ ერთ-ერთმა გაფიცულმა თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა.

ასევე, შიმშილობას აგრძელებენ კომპანიის სხვა გაფიცული თანამშრომლები.

დასაქმებულები შესვენებისთვის მეტ დროს, სამუშაო სივრცეში სანიტარული და ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, უსაფრთხო და კომფორტულ სამუშაო სივრცეს, ასევე ჯანსაღი კვების უზრუნველყოფას, საკვებ ვაუჩერებს და სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

კომპანიის გაფიცული თანამშრომლები ხელისუფლებას პროცესში დაუყოვნებლივ ჩართვისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ ქვეყანაში 19-20 წლის ადამიანები ღირსეული შრომითი უფლებებისთვის შიმშილობენ.

შეგახსენებთ, „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლები პროტესტის ამ ფორმას 12 აგვისტოდან მიმართავენ. დღეს მათ სახალხო დამცველი შეხვდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g