LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრო 2016: საფრანგეთი – გერმანია 2:0 (ვიდეო)

67

საფრანგეთი ფინალშია, გერმანია ბარგს ალაგებს. ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დაპირისპირებაში წარმატება მასპინძელ გუნდს დარჩა. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა კი თავისი კონტინენტის პირველობა ვეღარ დაამატა.
გერმანიას ქონდა საკადრო პრობლემები, თუმცა არც მსოფლიოს ჩემპიონმა და არც უბრალოდ გერმანიამ თითო-ოროლა ფეხბურთელზ არ უნდა იწუწუნოს. მიუხედავად ამისა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჰუმელსის არყოფნა გერმანიისთვისაც დიდი დანაკლისია, მით უმეტეს ის და ბოატენგი მთელი ტურნირი დიდებულად გამოიყურებოდნენ. მეორე ტაიმში ტრამვა ბოატენგმაც მიიღო და გერმანელთა უკანა ხაზი საერთოდ ერთ ჩვეულებრივ საშუალო დონის გუნდისას დაემსგავსა.
არ გაუმართლდა გერმანიას მსაჯშიც. შესაძლოა ის პენალტი დასადებიც კი იყო, მაგრამ ეს მაინც 50/50-ზე შემთხვევა იყო და რიცოლის არავინ მოკვეთავდა გასახდელში გასვლის წინ თერთმეტმეტრიანი რომ არ დაედო.
პირველი ტაიმში გერმანია ჯობდა მეტოქეს, მეორეში კი მხოლოდ მაშინ მოუმატა, როდესაც მეორე გოლი უკვე გაშვებული ქონდა და აქაც ფატალური უიღბლობა: გერმანიამ იმდენი და ისეთი ბურთები ვერ შეაგდო, ამ დონის გუნდს რომ არ ეკადრება.
როგორც ჩანს, განგებას თავისი წესები აქვს: საფრანგეთში ჩატარებული დიდი ტურნირები საფრანგეთმა უნდა მოიგოს. ფრანგებმა 1984 წელს მოგებულ ევროპის ჩემპიონატს, 1998 წელს მსოფლიოც მიაყოლეს და ახლა ისევ ევროპის დაპყრობის ჯერია.

გერმანია – საფრანგეთი 0:2 (0:1)
“სტად ველოდრომი” (მარსელი). 64 078 მაყურებელი

გერმანია: ნოიერი, ბოატენგი (მუსტაფი, 61), ჰიოვედესი, ჰექტორი, კიმიხი, ჩანი (გიოტცე, 67), კროოსი, შვაინშტაიგერი (სანე, 79), დრაქსლერი, ოზილი, მიულერი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი
საფრანგეთი: ლორისი, სანია, ევრა, კოშიელნი, უმტიტი, მატუიდი, გრიზმანი (კაბაიე, 90), სისოკო, პოგბა, პაიეტი (კანტე, 71), ჟირუ (ჟინიაკი, 78).
მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლები: გრიზმანი (45 პენ. 72)
გაფრთხილება: ჩანი (36), ევრა (43), შვაინშტაიგერი (45), ოზილი (45), დრაქსლერი (50), კანტე (75)
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

https://www.youtube.com/watch?v=mv-4CMV-Eq8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g