LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევრობანკის ინვესტიციები საქართველოში წელს რეკორდული იქნება

64

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა იმედოვნებს, რომ წელს ბანკის ინვესტიციები საქართველოში რეკორდული იქნება.

მისი თქმით, ამ დროისთვის EBRD 400 მილიონი ევროს ღირებულების ინვესტიციებს ახორციელებს. ეს მოიცავს რამდენიმე მსხვილ პროექტს, მათ შორის, ნესკრას ჰიდროელექსტროსადგურს. ბალვანერა იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით მალე დასრულდება გარემოზე ზემოქმედების ტექნიკურ ანგარიშზე მუშაობა.

”ამ კვირაში ჩვენ ლონდონში დავამტკიცებთ სამ პროექტს საქართელოსთვის, რომლებიც უდიდესი მოცულობისაა. ერთ-ერთი მათგანია “საქართველოს ბანკის” საკრედიტო ხაზი ჯამში 100 მილიონი დოლარის ოდენობით. კიდევ ერთი გახლავთ, თბილისის ავტობუსები, რომელიც CNG ტიპისაა და ახალ ტექნოლოგიებს მოიცავს. მესამე პროექტს დავამტკიცებთ რუსთავის აზოტისთვის. ამავე დროს ჩვენ გვაქვს სხვა ბევრი მიმდინარე პროექტი საქართველოში და საკმაოდ ძლიერი გეგმა, რაც ეკონომიკის ოპტიმიზებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g