ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი სამწლიან პროექტს იწყებენ, რომელიც მიზნად ისახავს გააუმჯობესოს ბავშვების ინფორმირებულობა საკუთარი უფლებების შესახებ საქართველოში, ასევე მათ უფლებათა დაცვას და რეალიზებას.
პროექტი ბავშვებზე მორგებულ მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, დაცული და მზრუნველი ოჯახური გარემოს უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ინფორმაციას UNICEF GEORGIA ავრცელებს.
პროექტის მიზანია, რომ მთავრობას ბავშვის უფლებათა კოდექსის განხორციელებაში მიეხმაროს.
ადამიანის უფლებათა კვირეულის ფარგლებში, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ეხება საქართველოში ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის გაუმჯობესების საკითხებს.
პროექტს განახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი, საქართველოს მთავრობასთან პარტნიორობით და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროგრამის „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი სამწლიანია და მისი საერთო ბიუჯეტია 2 მილიონი ევრო.
„უკვე მრავალი წელია ევროკავშირი მხარს უჭერს ბავშვთა უფლებების დაცვას საქართველში. სწორედ ამ მხარდაჭერის ნაწილია ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით ახლახან შემუშავებული ბავშვის უფლებათა კოდექსი. მოხარულები ვართ, რომ კვლავ ვაგრძელებთ თანამშრომლობას გაეროს ბავშვთა ფონდთან საქართველოს ინსტიტუტების მხარდაჭერის მიზნით, რომლებიც უკეთესი სერვისებით უზრუნველყოფენ სოციალურად დაუცველ ბავშვებსა და მათ ოჯახებს” – განაცხადა, სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.
„ევროკავშირის მადლიერი ვართ, საქართველოში ბავშვთა უფლებების, ბავშვთა დაცვის და მართლმსაჯულების სისტემების გაძლიერებაში განუხრელი მხარდაჭერისათვის“, აღნიშნა ღასან ხალილმა, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა. „ბავშვის უფლებათა ახალი კოდექსი, რომელიც რამდენიმე თვის წინ შევიდა ძალაში, წარმოადგენს ყოვლისმომცველ სამართლებრივ ბაზას, რომელსაც ბავშვთა დაცვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოჰყავს. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტი ხელს შეუწყობს კოდექსის მთავარი პრინციპების პრაქტიკაში
-
გააძლიერებს კანონმდებლობასა და პოლიტიკას, სპეციალური დაწესებულებების დახურვის ან რესტრუქტურიზაციის და ამ დაწესებულებებში განთავსებული ბავშვების ოჯახურ გარემოში გადაყვანის მიზნით. პროექტი ასევე გააძლიერებს სოციალური მომსახურების სფეროს მუშაკების შესაძლებლობებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე, ბავშვებისა და ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის მიზნით.
-
მის ფარგლებში შემუშავდება საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამები, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. სპეციალური ღონისძიებების მეშვეობით, ბავშვთა მიმართ ძალადობის შემცირების მიზნით, მოხდება პოზიტიური მშობლობის მნიშვნელობის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა.