ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთს, უკრაინაზე თავდასხმის გამო, ახალ სანქციებს უწესებს. მისი განმარტებით, სანქციების პაკეტი მოიცავს ფინანსურ სექტორს, ენერგეტიკის სექტორს, ტრანსპორტის სექტორს და სავიზო შეზღუდვებს რუსული ელიტის წარმომადგენლებისთვის.
„პირველ რიგში, ეს პაკეტი მოიცავს ფინანსურ სანქციებს, რომლებიც შეეხება რუსეთის საბანკო ბაზრის 70%-ს და საკვანძო სახელმწიფო კომპანიებს, მათ შორის თავდაცვის სფეროში. მეორე, ჩვენი სამიზნეა ენერგეტიკული სექტორი, რომელიც საკვანძო ეკონომიკური სფეროა და რომელიც განსაკუთრებით სარგებლის მომტანია რუსეთისთვის. ჩვენი ექსპორტის აკრძალვა ნავთობის სექტორს დააზარალებს. მესამე, ჩვენ ვკრძალავთ რუსული ავიაკომპანიებისთვის თვითმფრინავებისა და აღჭურვილობის მიყიდვას. მეოთხე, ჩვენ ვზღუდავთ რუსეთის წვდომას მნიშვნელოვან ტექნოლოგიებზე. ბოლოს: ვიზები. დიპლომატებს და მასთან დაკავშირებულ ჯგუფებს და ბიზნესმენებს აღარ ექნებათ პრივილეგირებული წვდომა ევროკავშირში,“- აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.