LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირი საქართველოს ხაზინას ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს

139
Untitled design (1)

ძირითადი რეფორმების მხარდასაჭერად ევროკავშირი საქართველოს ხაზინას 60 მილიონ ლარს გადაურიცხავს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, გასული წლის ბოლოს ევროკავშირმა საქართველოს 20,87 მილიონი ევროს (დაახლოებით 60 მილიონი ლარი) ოდენობის უსასყიდლო დახმარება გამოუყო მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად რამდენიმე სექტორში: ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება, ცოდნა-უნარების განვითარება და შრომის ბაზრის რეფორმა, რეგიონული განვითარება, სოფლის მეურნეობა, სოფლის განვითარება და სურსათის უვნებლობა.

„თითოეულ სექტორში რეფორმების განხორციელების შეფასების შემდეგ, ევროკავშირმა შემდეგი დასკვნები გამოიტანა:

1 – ეკონომიკური და ბიზნესის განვითარება: მთლიანობაში საქართველოს მთავრობის კარგი წინსვლა შეინიშნება მცირე და საშუალო საწარმოების (SME) სტრატეგიის განხორციელების კუთხით. თუმცა, ვერ მოხერხდა რამდენიმე ინდიკატორის შესრულება წინა წლებში მნიშვნელოვანი კანონების მიღების შეფერხების გამო (კერძოდ, აღსრულების კოდექსი და კანონი – ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით მესამე პირთა წინაშე).გადახა: 5,67 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 12 მილიონი ევროდან).

2 – ცოდნა-უნარების განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (Skills4Jobs): ძალიან კარგი წინსვლა შეინიშნება შრომის ბაზრის რეფორმასთან დაკავშირებით; ეს აშკარად ჩანს, მაგალითად, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ დასაქმებულთა რაოდენობის 114%-ით ზრდაში. ასევე კარგი წინსვლა დაფიქსირდა როგორც სახელმწიფო დაფინანსების გაზრდის, ასევე სტუდენტების ჩარიცხვის მზარდი რაოდენობის მიმართებით. მაგრამ ადგილობრივ დონეზე ვაკანსიების ხელმისაწვდომობის მონიტორინგის მეთოდოლოგიის შემუშავების შეფერხების გამო შესაძლოა, რომ თანხის მცირე ნაწილი ვერ გადაირიცხოს.გადახა: 7 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 7,5 მილიონი ევროდან).

3 – ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარების პროგრამა: ევროკავშირისა და საქართველოს ეს ერთობლივი რეგიონული განვითარების პროგრამა მხარს უჭერს მთავრობის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას (PIRDP). პროგრამამ ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია, მათ შორის არის მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვანი ოდენობის გრანტების გაცემა ოთხ სამიზნე რეგიონში (კახეთი, იმერეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი) როგორც ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, ასევე ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად.სრული გადახდა: 5 მილიონი ევრო.

4 – სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD IV): აღინიშნება კარგი წინსვლა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისა და თემების ცხოვრების პირობების შემდგომი გაუმჯობესების კუთხით. მნიშვნელოვანი წინსვლა მიღწეულია საზოგადოებრივი ცენტრების მუშაობაში, ტყის ტერიტორიის აღდგენასა და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში სერტიფიცირებული თესლის გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოლომდე არ დაკმაყოფილდა სანერგეების სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ერთი ინდიკატორი, რის შედეგადაც გადახდა ნაწილობრივი იყო.გადახდა: 3.2 მილიონი ევრო (მაქსიმუმ 4.4 მილიონი ევროდან)“, – აღნიშნულია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g