ევროკავშირი სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად „აღიარებას“ და მათთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას გმობს. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ეს არის საერთაშორისო სამართლის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევა. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ – აცხადებენ ევროკავშირში.
ევროკავშირში აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევას, მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის მისიის მუშაობას.
