ევროკავშირი უკრაინას, სამხედრო დახმარების სახით, 1,9 მილიარდ ევროს გადასცემს.
შესაბამის გადაწყვეტილებას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად, ლვოვში ვიზიტისას ხელი მოაწერა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.
„ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, რადგან უკრაინისთვის იარაღი შეძენილი იქნება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლებით, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით“, – წერს დენის შმიგალი.