ევროკავშირის ქვეყნებიდან უკრაინაში 3 მილიონი უკრაინელი დაბრუნდა, – ამის შესახებ ევროკომისარმა შინაგან საქმეთა საკითხებში ილვა იოჰანსონმა განაცხადა.
მათი მონაცემებით, 6.7 მილიონი უკრაინელი შევიდა ევროკავშირის ქვეყნებში და დაახლოებით 3 მილიონი უკვე დაბრუნდა.
“დროებითი დაცვა 3.7 მილიონმა უკრაინელმა მოითხოვა”, – განაცხადა იოჰანსონმა.
არსებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი უკრაინელი, მასპინძელი ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე ლტოლვილთა რაოდენობის გათვალისწინებით, ჩეხეთში ჩავიდა. მეორე ადგილზეა პოლონეთი, მესამეზე ესტონეთი, მეოთხეზე ლიეტუვა, მეხუთეზე ბულგარეთი, მეექვსე კი ლატვია.