LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის გზებზე მავნე გამონაბოლქვისთვის სპეციალური გადასახადი დაწესდება

40
id3

ევროკავშირი გეგმავს, რომ CO2–ისთვის ახალი საგზაო გადასახადი დააწესოს. ევროპარლამენტმა ამ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ შეთანხმებას უკვე მიაღწია.

არსებული კანონები ეხება მხოლოდ კომერციულ ტვირთს, რომლის წონაც 3,5 ტონაზე მეტია. ახალი კანონპროექტი კი ყველა მძიმე თუ მსუბუქ სატრანსპორტო საშუალებას მოიცავს.

ინიციატივა ევროკავშირის ახალი პროგრამის ნაწილია, ეს პროგრამა 2050 წლისთვის კლიმატური ნეიტრალიტეტის მიღწევას ეხება.

ევროპარლამენტარები განიხილავენ გადასახადის შემოღებას ასევე გადატვირთული ტრანსპორტისთვისაც. ამ გადასახადებით შემოსული თანხები ევროპის მასშტაბით სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებას მოხმარდება.

ბუნებრივია, კანონი შეეხებათ ავტომწარმოებლებსაც და ისინი მაქსიმალურად შეეცდებიან, რომ „მწვანე“ ტრანსპორტის წარმოება დააჩქარონ, რათა მომხმარებელი ჯარიმებს აარიდონ. თანაც, არაეკოლოგიური ტრანსპორტი მათთვისაც დამატებით გადასახადებთან იქნება დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g