LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად მჭიდროდ ვიმუშავებთ“ – პრემიერი შარლ მიშელს შეხვდა

93
ღარიბაშვილი და მიშელი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ეხმაურება.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველო ევროპულ საბჭოსთან  ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად მჭიდროდ იმუშავებს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან. საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ მჭიდროდ ვიმუშავებთ ევროკავშირის კანდიდატობის გზაზე საქართველოს დასაწინაურებლად.

შეხვედრაზე კვლავ აღვნიშნე საქართველოს მთავრობის მიერ ნაკისრი ვალდებულება ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პრიორიტეტული მიმართულებით დაუღალავი მუშაობისადმი.“– წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ვიდეო: ირაკლი ღარიბაშვილი ბორის ჯონსონს შეხვდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g