ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საჭირო შევსებული კითხვარის პირველ ნაწილს საქართველო კარლ ჰარცელს დღეს გადასცემს
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შევსების პროცესში ჩართული იყო ყველა შესაბამისი უწყება და იმედოვნებენ, რომ ევროკომისია შევსებულ კითხვარს დადებითად შეაფასებს.
ამავე დროს, უმრავლესობაში აღიარებენ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექნიკურ მხარეს, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად პოლიტიკურ გადაწყვეტილებას თვლიან.
რაც შეეხება კითხვარის მეორე ნაწილს, მისი მიწოდების თარიღად ევროკავშირმა 13 მაისი განსაზღვრა.