LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის ლიდერები სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ: ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90% წლის ბოლომდე აიკრძალება

73
_124979805_tv076407888

ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესების კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ, რომელიც ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. რუსულის ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესება არის ბრიუსელის სამიტზე დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილი, რომელზეც 27-ვე წევრი ქვეყანა უნდა შეთანხმებულიყო.

BBC-ის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, სანქციები დაუყოვნებლივ აისახება რუსული ნავთობის იმპორტის 75%-ზე, ხოლო ევროპაში იმპორტირებული რუსული ნავთობის 90% წლის ბოლომდე აიკრძალება.

„შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც წყვეტს მისი ომის მანქანის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს. ევროპულმა საბჭომ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია,” – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა.

შეთანხმება კომპრომისულია და თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. პაკეტის კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმება უნგრეთის პოზიციის გამო მოხდა, რომელიც ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეწინააღმდეგებოდა. ევროკავშირი ასევე შეთანხმდა რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, სამი მსხვილი რუსული სახელმწიფო მაუწყებლის აკრძალვასა და უკრაინაში სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები