LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის მიერ წაყენებული პირობების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება: ლევან ბოძაშვილი

85
3454e2fa-940d-4d43-8d92-ab27e83b2a67

“ევროკავშირის მიერ წაყენებული პირობების გარეშე შეთანხმება ვერ შედგება”, -ასე აფასებს ანალიტიკოსი ლევან ბოძაშვილი კრისტიან დანიელსონის მედიაციით განახლებულ მოლაპარაკებებს.

როგორც მან “ფორტუნას” გადაცემა “დღის თემაში” აღნიშნა, მოლაპარაკების შედეგად შეთანხმების შანსი ძალიან მცირეა. ბოძაშვილი ფიქრობს, რომ ევროპის საბჭოს წარმომადგენელმა მხარეებს კონკრეტული პირობა უნდა წაუყენოს.

“იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რომელიც დღის განმავლობაში კეთდება, ვფიქრობ თუ მხარეები არ დაიხევენ უკან შეთანხმების შანსი ძალიან მცირეა. ორივე მხარისთვის არსებობს წითელი ხაზები, უკან დახევის გარეშე შეთანხმება ვერ შედგება.

ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რადგან არის საკითხები, რომელიც პრინციპულად სახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ეს საკითხები არ უნდა იყოს მოლაპარაკების და მედიაციის საგანი, ისე უნდა წყდებოდეს.

მთავარია, რა პირობით ჩამოვიდა კრისტიან დანიელსონი. მნიშვნელოვანია რა პირობას წაუყენებს მთავრობას და ოპოზიციას. ამ პირობების გარეშე სრულფასოვანი შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება”,-განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.

ერთკვირიანი პაუზის შემდეგ მოლაპარაკებები კვლავ განახლდა. საქართველოში დაბრუნებულმა კრისტიან დანიელსონმა, ამერიკისა და ევროკავშირის ელჩებთან ერთად პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრა დღეიდან დაიწყო. დასავლელი დიპლომატები ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ შეეცდებიან დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოებას და მათ შეთანხმებამდე მიყვანას.

კრისტიან დანიელსონმა განაცხდა, რომ მათ აქვთ პარტიებისთვის შესათავაზებელი წინადადებები, თუმცა კომპრომისი პოლიტიკოსებმა თავად უნდა გამონახონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები