LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ

50

ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე დღეს საქართველოს საკითხს განიხილავენ, ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმედოვნებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საბჭო ძალიან მალე მიიღებს.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს საკითხი შეხვედრის დღის წესრიგშია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამშაბათს საქართველოს საკითხის არსებითი განხილვა იქნება, რადგან საქართველომ შეასრულა ყველა რეკომენდაცია და მოთხოვნა. ჩვენი მოლოდინით, მივიღებთ შემდგომ პროგრესს და საბჭო წინ წაიწევა გადაწყვეტილებების მიღების საქმეში. დღევანდელი შეხვედრის დროს მივიღეთ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა ყველა მინისტრისგან, აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ყველა კრიტერიუმი შეასრულა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პროცესი გეგმის თანახმად გაგრძელდება და ძალიან მალე საქართველო მიიღებს მოსალოდნელ შედეგებს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g