LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირის შეფასებით, სამოქმედი გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს – გიორგი კვირიკაშვილი

101

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის, განცხადებით, ევროკავშირის შეფასებით, საქართველოსთვის დასახული სამოქმედი გეგმის ყველა მიმართულებაში პოზიტიური შედეგი გვაქვს.

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში გამართული ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხრიდან დელეგაციას ხელმძღვანელობდა უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში, ფედერიკა მოგერინი.

“ევროკაშირის შეფასებით, ყველა მიმართულებით, რაც გვქონდა დასახული სამოქმედო გეგმის სახით, გვაქვს პოზიტიური შედეგი. ეს არის ევროკავშირის შეფასება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა მიზანმიმართულად მიჰყვება იმ გეგმას, რომელიც საქართველოში, საბოლოო ჯამში, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მოიტანს გაცილებით უფრო მაღალი ცხოვრების სტანდარტს, მეტ ინტეგრაციას ევროპასთან და მოიტანს უსაფრთხოების გაცილებით მაღალ დონეს. ერთხმად აღინიშნა, რომ საქართველო არის ევროკავშირის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი რეგიონში, რომ საქართველომ განახორციელა ძალიან პოზიტიური ნაბიჯები ინტეგრაციის მიმართულებით,“ – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, შეხვედრებზე დაისახა სამომავლო გეგმები, რომელიც “ძალიან ამბიციურია”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g