LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო

64
ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირმა უკრაინას 1 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი გამოუყო.

ლაიენის განმარტებით, სესხი ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს.

„ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB), ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერით, უკრაინისთვის 1,59 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა. ეს ხელს შეუწყობს ინფრასტრუქტურის აღდგენასა და სერვისების განახლებას და მხარს დაუჭერს ენერგეტიკას, ტრანსპორტსა და სამომავლო საგანმანათლებლო პროგრამებს“, – წერს ლაიენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g