LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირმა უსაფრთხო ქვეყნების სიას ისრაელი დაამატა

75
Untitled design (2)

“საბჭომ განაახლა ქვეყნების სია, რომლისთვისაც სამოგზაურო შეზღუდვები უნდა მოიხსნას, ჩამონათვალს ისრაელი ემატება“, – გადაწყვეტილება ევროკავშრის საბჭომ მიიღო და ისრაელი კორონავირუსის გავრცელების მხრივ უსაფრთხო ქვეყნებში შეიყვანა. 

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, კავშირის წევრ სახელმწიფოებს “მესამე ქვეყნებთან” არააუცილებელი მიზეზით მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა შეუძლიათ.

აღნიშნულ ქვეყნებს შორის არის ავსტრალია, სინგაპური, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და რუანდა.

ევროკავშირის საბჭო, ეპიდვითარების თვალსაზრისით, უსაფრთხო ქვეყნების სიას ყოველ ორ კვირაში ერთხელ განიხილავს და საჭიროების შემთხვევაში ქვეყნებს ამატებს.

ევროკავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა რეკომენდაცია გასცა, უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით, უცხოელი მოგზაურები შევიდნენ ბლოკში იმისათვის, რომ ზაფხულში ტურიზმის ინდუსტრია გაძლიერდება.

ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან ერთად, ევროკომისია იმედოვნებს, რომ საზოგადოების მიერ რეკომენდაციების დაცვა, ხელს შეუწყობს ამ ჩამონათვალის მკვეთრად გაფართოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები