LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება, გასაღები თბილისშია, ქართველი პოლიტიკოსების ხელში – მარინა კალიურანდი

242
Capture

„ევროკავშირის ჩართულობა იყო კრიტიკული და ძალიან ღრმა, მას არ შეუძლია წავიდეს უფრო ღრმად. ევროკავშირს არ შეუძლია პრობლემის მოგვარება და არ შეუძლია გაატაროს რეფორმები, გასაღები თბილისშია, გასაღები ქართველი პოლიტიკოსების ხელშია”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ვებინარზე განაცხადა, რომელმაც შეაფასა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ზეგავლენა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე.

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდის განცხადებით, საქართველოში ახალი მედიაციის რაუნდს არ უნდა ელოდონ. ამასთან, აღნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ქართველმა პოლიტიკოსებმა საკითხების თვითონ გადაჭრა უნდა დაიწყონ.

“როდესაც არის კითხვა, რა შეუძლია გააკეთოს ევროკავშირმა, მას შეუძლია შუამავლობა, ევროკავშირს შეუძლია საუკეთესო გაკვეთილების გაზიარება, ევროკავშირს შეუძლია დახმარება, მაგრამ მას არ შეუძლია იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოშია, ამიტომ მინდა გავიმეორო, დროა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დააყენონ ეროვნული საკითხები მათ პირად ინტერესებზე წინ. ეს არ არის მარტივი, პოლიტიკური გადაწყვეტილებები შეიძლება რთული იყოს, მაგრამ როდესაც ეს არის სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებში, ეს უნდა იყოს მიღებული მხედველობაში და გახდეს პრიორიტეტი.

და ჩემი საბოლოო კომენტარი – ევროპარლამენტის წევრები არიან თავისუფლები თქვან ის, რაც მათ სურთ და რაც მათ სწორად მიაჩნიათ და ყოველთვის არ ხდება, როდესაც ევროპარლამენტის წევრები იზიარებენ ერთსა და იმავე პოზიციას. ის რაც მოხდა ზაფხულში, უნიკალურია, როდესაც ყველა პოლიტიკურმა გუნდმა გაიზიარა ერთი და იგივე პოზიცია და მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შეერთებოდნენ შარლ მიშელის დოკუმენტს. ასევე აღსანიშნავია, რომ ყველა პარტია, რომელიც შეხვდა მიხეილ სააკაშვილს, მას მოუწოდა, რომ არ მოეხდინა საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების პროვოცირება. დიახ, ჩვენ ვეკუთვნით სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას და ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება, მაგრამ ერთი რაღაც არის რაც გვაერთიანებს, ეს არის ქართველი ხალხისა და ქართველი ერის ინტერესი,“- განაცხადა კალიურანდმა.

ვიოლა ფონ კრამონი: მინდა, გავაფრთხილო მმართველი პარტიის ყველა წევრი, ისინი ისე შორს არიან ევროკავშირში რეალური გაწევრიანებისკენ სწრაფვისგან, როგორც არასდროს

ანა ფოტიგა: ჩვენ შეშფოთებული ვართ სააკაშვილის შიმშილობით, შეშფოთებულები არიან მისი ევროპელი მეგობრებიც, რომლებიც ბევრნი არიან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g