LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროკავშირში 90 ათასამდე ადამიანმა იმოგზაურა”– ევროკავშირის ელჩი

99

უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან ევროკავშირში 90 000-მდე ადამიანმა იმოგზაურა, აქედან შესვლაზე უარი მხოლოდ 230 ადამიანს უთხრეს – ეს განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელზეც ვიზალიბერალიზაციის ექვსი თვის მონაცემები შეაჯამა.

„უვიზო რეჟიმი ნამდვილად წარმატებულია. პირველი ექვსი თვის განმავლობაში დიდი წარმატებაა და უვიზო რეჟიმით 90 000-მა ადამიანმა ისარგებლა. ეს სრული მონაცემები არ არის და ეს ძირითადად საჰაერო მგზავრობას მოიცავს. სერიოზულ ზრდას აქვს ადგილი. პირველმა მონაცემებმა გვაჩვენა, რომ ქვეყნებს შორის მეტი მობილურობა და მოძრაობაა. ექვსი თვის შემდეგ შეიძლება თამამად ითქვას, რომ ვიზალიბერალიზაცია წარმატებული პროგრამაა. საქართველოს მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა. უვიზო რეჟიმის შესახებ ინფორმირების მაღალი დონეა. შენგენის ზონაში შესვლაზე და საზღვრის გადაკვეთაზე ძალიან მცირე რაოდენობას, 230-მდე ადამიანს ეთქვა უარი“, – აღნიშნა ჰერმანმა. 

პრესკონფერენციაზე ასევე აღნიშნეს, რომ 2020 წლისთვის ახალი სისტემა დაინერგება, რომელიც ონლაინ რეგისტრაციის, მონაცემების შეყვანის და 10 ევროს გადახდის შემდეგ გეტყვით, დაგიშვებენ თუ არა შენგენის ზონაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g