LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისია საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას აფასებს

95

ევროკომისიის 2017 წლის ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ის სამუშაო, რომელსაც საქართველო ასრულებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით განსაზღვრულ ვადებში. ანგარიშში ხაზგასმულია რამდენიმე მიმართულება, რომელშიც საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ანგარიშში ნათქვამია, რომ ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კუთხით საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზარზე ინტეგრაციის განხორციელებას – ეკონომიკური და ბიზნესშესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით. ამასთან, აღნიშნულია, რომ 2017 წლის აპრილში პარლამენტმა მიიღო კანონი „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“, რომელიც შეესაბამება ელექტრონული იდენტიფიკაციის და სანდო მომსახურებათა შესახებ (eIDAS) ევროკავშირის რეგულაციას.

ევროკომისიის ანგარიშში საუბარი ასევე შეეხება კვლევების, ტექნოლოგიების განვითარებისა და ინოვაციების სფეროში მიღწეულ პროგრესს, აღნიშნულია, რომ 2016 წლის აპრილის თვეში საქართველო გახდა ევროპული პროგრამის „ჰორიზონი 2020“-ის ასოცირებული წევრი. ასოცირებული წევრის სტატუსი შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას ხელი მიუწვდებოდეს პროგრამის ხელშეწყობის მექანიზმებზე, რომელიც გულისხმობს წინასწარი შეფასებას და ორმხრივი სწავლების დავალებებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g