LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის პერსპექტივა მნიშვნელოვანია

128
ing

„ჩვენ ვიცით, რომ ეს მარტივი გზა არ არის. გაერთიანება დამსახურებაზეა დაფუძნებული… ამას შრომა სჭირდება, მაგრამ უკვე დიდი პროგრესია, ჩვენ ვნახეთ ის დიდი ნაბიჯები, რომელიც უკრაინამ უკვე გადადგა“, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა დღეს, 13 სექტემბერს ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა და საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის შესახებ ისაუბრა.

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უკრაინისა და მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია და მისივე თქმით, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილიც ევროკავშირშია:

„ევროკავშირი „2030+“ წლისთვის, 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს და თუ ეს ორგანიზაციის საბაზისო შეთანხმებებში ცვლილებების შეტანას მოითხოვს, ეს უნდა გაკეთდეს.

უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროკავშირის პერსპექტივა ამდენი ხალხისთვის საქართველოში, ამიტომ ორგანიზაციამ არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე პასუხი უნდა მოძებნოს და ამ ქვეყნების დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერის გზა გამონახოს“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

გოცირიძე: „ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება იქნება უმნიშვნელო დივიდენდი „ქართული ოცნებისათვის“.. ყველაზე კარგად ხალხი გრძნობს, რა არის კარგი და რა არის ცუდი“ 

“ევროკავშირის კარი ღიაა და გვინდა ამ გზაზე მხარი დაგიჭიროთ.. სიმართლე რომ გითხრათ, ამ მხრივ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო არის გასაკეთებელი” – ჯოზეფ ბორელი

პოპულალურები