„ევროკრედიტი“ საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც ინოვაციურ და მომხმარებელზე მორგებულ ფინანსურ სერვისებს ახორციელებს. კომპანია საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს სხვადასხვა აქციით, გამონაკლისი არც მიმდინარე წლის შემოდგომაა.
სალომე გიორგბერიძე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „ევროკრედიტი“ საოპერაციო დირექტორი:
– „ევროკრედიტი“ Zuk Group-ის წევრია, რომელიც ისეთ ქვეყნებში ოპერირებს, როგორებიცაა აშშ, რუმინეთი, უკრაინა და რომელმაც 14 წლის წინ საქართველოშიც შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.
2011 წლიდან დღემდე „ევროკრედიტმა“, განვითარების თვალსაზრისით, დიდი გზა განვლო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაზარზე ავტოსესხების მიმართულებით ექსპერტული გამოცდილება შევიძინეთ. თუმცაღა დღეს უკვე პროდუქტების ფართო სპექტრი გვაქვს – მომხმარებელს ვთავაზობთ ბიზნეს სესხს, აგრო სესხს, სტარტაპ სესხს, გვაქვს სესხი ტაქსის მძღოლებისთვის, ასევე სკუტერების სესხი, სატვირთო ავტო სესხი და ა.შ.
2022 წლიდან ფინტექ მიმართულებით დავიწყეთ განვითარება, რაც გულისხმობს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვას საოპერაციო პროცესებში. ცხადია, ამ ნაბიჯმა გაამართლა – გარდა იმისა, რომ ციფრულმა სერვისებმა ბევრად საინტერესო საქმიანობებისთვის გამოგვაყენებინა ჩვენი თანამშრომლების რესურსი, მნიშვნელოვნად შეგვამცირებინა მომხმარებლის მომსახურების დრო, ამასთან მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გავხადეთ.
ციფრული ტრანსფორმაციის დამსახურებაა ისიც, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის განმეორებითი სესხის დისტანციურად მიღება გახდა შესაძლებელი. მოქალაქეს ჩვენთან მხოლოდ ერთი, პირველი ვიზიტი სჭირდება, რათა ჩვენს მომხმარებლად დარეგისტრირდეს, ამის შემდეგ კი მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ადგილიდან, მაქსიმუმ 5 წუთის ვადაში, შეუძლია მოითხოვოს და დაიმატოს თანხა, რაც დამერწმუნებით, რომ ძალიან კომფორტულია და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ბაზარზე ერთადერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვართ, რომელიც ამ მომსახურებას სრულად ციფრულად გთავაზობთ.
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მომხმარებელი ფიზიკურადაც ყველგან მოგვწვდეს, შარშანდელი მთელი წელი და წლევანდელი წლის დიდი ნაწილი ახალი ფილიალების გახსნას დავუთმეთ. შედეგად, დღეს უკვე საქართველოს 15-ზე მეტ ქალაქში 23 ფილიალით ვართ წარმოდგენილნი.
– „ევროკრედიტმა“ ახალი სამთვიანი კამპანია „მსუბუქი სესხი“ დაიწყო, რომელიც მხოლოდ ავტოსესხების მომხმარებლებისთვისაა განკუთვნილი. მოდით, დაწვრილებით მოგვიყევით მის შესახებ და დაგვარწმუნეთ, რომ სესხი მსუბუქიც შეიძლება იყოს.
– ჩვენს მომხმარებლებს შორის პერიოდულად ვატარებთ გამოკითხვას, რის შეთავაზებას ისურვებდნენ ჩვენი მხრიდან. სწორედ სხვადასხვა დროის გამოკითხვის მონაპოვარია ის სამი სარგებელი, რომელსაც მიმდინარე შეთავაზება ეყრდნობა და რომლებითაც გვინდა დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ დიახ, მომხმარებელმა სესხი შეიძლება შედარებით მარტივი და მსუბუქი პირობებითაც აიღოს. კერძოდ, მომხმარებელს ვთავაზობთ საშეღავათო პერიოდით სარგებლობას – მაგალითად, თუ ოქტომბერში აიღეთ სესხი, საშეღავათო პერიოდის გამოყენების შემთხვევაში, სესხის გადახდას დაიწყებთ დეკემბერში, ანუ ნოემბერში არც ძირს და არც პროცენტს არ დაფარავთ. მეორე სარგებელი ეს არის სესხის გაცემის საკომისიოს უქონლობა და მესამე – ავტომობილის გირავნობის განულებული ხარჯი. კამპანია „მსუბუქი სესხი“ დეკემბრის ჩათვლით გრძელდება და მოქმედებს საქართველოს მასშტაბით. განაცხადის შევსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე „ევროკრედიტის“ ფილიალებში.
– კიდევ ერთ სიახლეზე – ევრომობილზე გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მიმდინარე შეთავაზების ნაწილია.
– ევრომობილის შექმნის სურვილი კომპანიაში დიდი ხნის წინ გაგვიჩნდა და კარგად დაემთხვა, რომ მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მოგვეცა მისი სრული დატვირთვით ამოქმედების შესაძლებლობა. ევრომობილი არის ე.წ. მოძრავი ოფისი, ის მიდის ისეთ ადგილებში, იმ ქალაქებსა და დაბებში, საიდანაც მომხმარებელს ჩვენთან წვდომა უჭირს. სლოგანიც კი გვაქვს ასეთი, რომ „მივდივართ იქ, სადაც მომხმარებელი გველოდება“. ევრომობილში მყოფი ჩვენი თანამშრომლები შეასრულებენ აბსოლუტურად ყველა იმ ოპერაციას, რასაც ჩვეულებრივ ფილიალში გააკეთებდნენ, შესაბამისად, მომხმარებელი მიიღებს კონსულტაციას, შეავსებს სესხის განაცხადს და ა.შ. ევრომობილით უკვე ვესტუმრეთ კახეთის რეგიონს (3 დღით გავჩერდით საგარეჯოში). ამჟამად ჩვენი მოძრავი ოფისი იმყოფება სამეგრელოში, შემდეგ კი გადაინაცვლებს იმერეთში, აჭარაში, ერთი სიტყვით, მოვივლით მთელ ქვეყანას.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
– ციფრული მიმართულება კომპანიისთვის სტრატეგიულ მიმართულებად რჩება. ვფიქრობთ, რომ ციფრული ეკოსისტემისკენ მიმავალ გზაზე მომხმარებელზე ზრუნვა იქნება გადამწყვეტი, შესაბამისად, გვინდა, რომ ამ ნაწილში ვიყოთ გამორჩეულები და ყოჩაღები. ახალი წლიდან მომხმარებელს საინტერესო სიახლეს ვპირდებით, ეს იქნება სრულიად განსხვავებული სერვისი. სამწუხაროდ, მასზე ახლა დეტალურად ვერ ვისაუბრებ, თუმცა ის, რაც თამამად შემიძლია გაგიმხილოთ ისაა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური ხელმისაწვდომობა ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება, კიდევ რამდენიმე ფილიალის დამატებას ვაპირებთ თბილისში, მცხეთაში, კახეთისა და იმერეთის რეგიონებში.